ოჯახის წევრები და პოლიცია 23 წლის გიგა გოგიტიძეს ეძებენ. 12 მაისს ის ქობულეთში, სახლიდან დილით გავიდა და არ დაბრუნებულა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სათვალთვალო კამერებიდან მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ გოგიტიძე ბათუმში ჩავიდა და შემდეგ უკან ქობულეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც მისი კვალი ქრება.
დაკარგული ახალგაზრდის ახლობლების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურ სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს, თუმცა ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა.
ოჯახის წევრებს დაკარგვის შესაძლო ვერსიები არ აქვთ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
თუ ფლობთ ინფორმაციას გიგა გოგიტიძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე 577 08 0 5 48