ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ლიეტუას რესპუბლისკის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნნილ ღონისძიებაზე დასაწრებად, თბილისს ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ეწვია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ლიეტუვას პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაღრმავება და ასევე ნატოს მოახლოებული სამიტისთვის მზადების კოორდინირებული განხილვა.

დღესვე, პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. შეხვედრის შემდეგ კი ლიეტუვას და საქართველოს პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დალია გრიბაუსკაიტე ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და გმირთა მემორიალს შეამკობს გვირგვინით.

იტვირთბა....