ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

ალიევვმა საქართველოს 11 მოქალაქე შეიწყალა

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 634 პატიმარი შეიწყალა. შეწყალება ასევე შეეხო საქართველოს 11 მოქალაქეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ალიევმა შეწყალების შესახებ განკარგულებას გუშინ მოაწერა ხელი, ხოლო მისი აღსრულება დღეს დაიწყო.

შეწყალებულებს შორის უცხო ქვეყნების 39 მოქალაქეა, მათ შორის 11 საქართველოს მოქალაქე, 5 – ჩინეთის, ოთხ-ოთხი რუსეთისა და ირანის, სამ-სამი თურქეთისა და ბანგლადეშის, ორ-ორი თურქმენეთისა და ყაზახეთის და ასევე უზბეკეთის, კამერუნის, ინდოეთის, ავღანეთისა და უკრაინის მოქალაქეები. შეწყალებულებს შორის ასევე 12 ოპოზიციონერია.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავი 28 მაისს აღინიშნება.

იტვირთბა....