ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღონისძიებების ნუსხა ქვეყნის მასშტაბით: რა ელოდებათ 26 მაისს მოქალაქეებსა და სტუმრებს

გამოქვეყნდა იმ ღონისძიებების ნუსხა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს უნდა გაიმართოს.

სპეციალურ ვებგვერდზე დედაქალაქსა და რეგიონებში ღონისძიებების გამართვის ადგილი და დროა აღნიშნული. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.

“ეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელებული პროექტია და ფორუმს საზეიმო ვითარებაში გახსნიან საქართველოს, პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტები. რა თქმა უნდა, საქართველოსპრემიერ-მინისტრიც”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ხვალ, თავისულფების მოედანზე სამხედრო ფიცს 366 რეკრუტი და 123 წვევამდელი დადებს.

იტვირთბა....