ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის მილოცვა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღო.
„ჩინეთის მთავრობის, ჩინელი ხალხის და ჩემი სახელით მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს.
საქართველო ჩინეთის ტრადიციული მეგობარი და პარტნიორია. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო სოციალური სტაბილურობის ერთგულია და განაგრძობს ეკონომიკურ წინსვლას;
ხალხი მშვიდობიან გარემოში ცხოვრობს და მუშაობს, ქვეყანა კი ეროვნული მშენებლობის ახალ განვითარების საფეხურებს აღწევს. როგორც გულითად მეგობარს, მე ეს გულწრფელად მახარებს.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მსურს თქვენთან ერთად ვიმუშაო, რათა განვაგრძოთ სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მიღწევების ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნების და ხალხების საკეთილდღეოდ.
ვუსურვებ საქართველოს კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს – ბედნიერებას. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას”, – წერილის შინაარს საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღინიშნება.