ქართველი სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი მთავარი კანდიდატია იმპერატორის თასის მოგების.
სხვა ლიდერთა სია კი ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ – 11 გამარჯვება და 1 მარცხი, იოკუძუნა ჰაკუჰო – 10 გამარჯვება 2 მარცხი.
ცნობილია ხვალინდელი ტოჩინოშინის მეტოქე – მეოთხე მაეგაშირა იაპონელი შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 5:3-ზე აქვს. შოდაიმ ამ ბაშოზე 7 შეხვედრა მოიგო და 5 წააგო.