ახალი ამბები მთავარი სამართალი

მთავარი პროკურორი მზად არის ზაზა სარალიძეს პირადად შეხვდეს

“მე პირადად მზად ვარ შევხვდე ბატონ ზაზა სარალიძეს და გავცე ნებისმიერ კითხვაზე პასუხი”- ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა. საუბარია ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე. ერთ-ერთი მოკლული დავით სარალიძის მამა,ზაზა სარალიძე სიმართლის აღსრულებისთვის დახმარებს ითხოვს.

შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მზად არის სარალიძის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

“საქართველოს პროკურატურა არის დაზარალებულების გვერდში ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე. საქართველოს პროკურატურა და პირადად მე, ვუსამძიმრებთ დადუნაშვილების და სარალიძეების ოჯახს და ვართ მათ გვერდში. საქართველოს პროკურატურამ განახორციელა ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, რაც შეიძლება ამ საქმეებზე განხორციელებულიყო. მე პირადად მზად ვარ შევხვდე ბატონ ზაზა სარალიძეს და გავცე ნებისმიერ კითხვაზე პასუხი. აქამდე ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა დაზარალებულებთან და ამ კომუნიკაციას ახორციელებდა თბილისის პროკურატურა. ეს კომუნიკაცია აუცილებლად გაგრძელდება და ამ საქმის ფარგლებში ჩვენ ვიქნებით დაზარალებულების გვერდში და მათი ინტერესების დამცველები.”,- განაცხადა შოთაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებენ მაღალჩინოსნები და პროკურატურა მის დისკრედიტაციას ცდილობს. სამართლის აღსრულებისთვის სარალიძე აქციებს აანონსებს და ითხოვს, რომ მას საზოგადოება გვერდში დაუდგეს, მათ შორის, ის პოლიტიკოსების დახმარებასაც ელის.

იტვირთბა....