ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება

თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“იდეა ცხოველებზე ზრუნვითაა განპირობებული და დადებითი მხარე აქვს, რომ ცხოველების კვებაში მოქალაქეები ჩაერთვებიან”, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება.

მერის თქმით, აპარატების მოვლასა და ექსპლუატაციას ცხოველთა სააგენტო უზრუნველყოფს. დღეს, კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ მერია იწყებს თბილისის მასშთაბით პოლიეთილენის ბოთლების შესაგროვებელი აპარატების დამონტაჟებას.

იტვირთბა....