მაკედონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნიკოლა გრუევსკი დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
აღსანიშნავია, რომ განსასჯელის სკამზე იჯდა ასევე შს მინისტრის ყოფილი დამხმარე ჯოკო პოპოვსკი, რომელსაც ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გამოძიების თანახმად, გრუევსკიმ იანკულოსკის, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხით ავტომობილის 580 ათას ევროდ შეძენა სთხოვა, ხოლო მინისტრმა შემდეგ პოპოვსკის უთხრა, ტენდერი ჩაეტარებინა ისე, რომ “მერსედესს” გაემარჯვებინა.