ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აშშ-ს მაღალი რანგის დიპლომატები ვენესუელის პრეზიდენტმა ქვეყნიდან გააძევა

„დოიჩე ველე“ იუწყება, რომ ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნიდან ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დიპლომატებს აძევებს.

შესაბამისი განცხადება მადურომ გუშინ გააკეთა. შეერთებული შტატების დროებითი რწმუნებული ტოდ რობინსონი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადეს და ქვეყანა მოადგილესთან ერთად 48 საათში უნდა დატოვოს. მადურომ დიპლომატები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენესუელას მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნული ბრალდებები უარყო.

შეგახსენებთ, რომ 20 მაისს მადურომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ოპოზიციური პარტიების კოალიცია „დემოკრატიული ერთობის ბლოკმა“ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობამ ვენესუელადან კონსულტაციებისთვის საკუთარი ელჩები გამოიწვია. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ აღიარებს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და ვენესუელას წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების განკარგულებას მოაწერა ხელი.

 

იტვირთბა....