ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ დაინიშნა ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილედ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ სოსო რამიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე კომპანია „RMG Gold“-ში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

სოსო რამიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის 23 მარტს დაინიშნა. მანამდე იგი იყო აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე შპს „RMG Gold“-სა და სააქციო საზოგადოება „RMG Copper“-ში. ორივე კომპანიაში ერთობლივად მისი ხელფასი თვეში 10 245 ლარს შეადგენდა.

2016 წლის 2 მარტიდან 2017 წლის 1 თებერვლამდე სოსო რამიშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) მე-4 მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა.

კომპანიები „RMG Gold “ და „RMG Copper“ სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს დორე შენადნობს (ნახევარფაბრიკატის სახით). წარმოებულ პროდუქციას ყიდულობენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები. აფინაჟის (გაწმენდის) შედეგად მიღებული სუფთა ლითონები (ოქრო, სპილენძი, ვერცხლი) შემდგომში ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება.

reginfo.ge

იტვირთბა....