ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბრეგაძე: “გაბუნია პროვოკატორია და მის განცხადებას შესაბამის პასუხს გავცემთ”

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე “მეტრონომთან” საუბარში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ წამყვანის განცხადებას რეაგირება მოყვება.

“პირდაპირ შეიძლება ითქვას, ორმ გიორგი გაბუნია ეს გახლავთ ჩამოყალიბებული პროვოკატორი. მას შევადარებდი ბოლშევიკებსა და ათეისტებს, რომლებიც წინა საუკუნეების ოციან წლებში ეკლესიებს ანგრევდნენ, მღვდლებს პარსავდნენ და ხვრეტდნენ. რას ვაპირებთ..

იცით რა არის, იმ 7 ახალგაზრდის დაჭერაზე თვის დროზე საზოგადოებას ხმა რომ ამოეღო, გუშინდელ მკრეხელობას გაბუნია ვერ გაბედავდა. სწორედ ამან მისცა მას კარტ-ბლანში. ჯერჯერობით ჩმოყალიბებული არ ვართ რას ვაპირებთ, მაგრამ ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ და პასუხი იქნება”, – განაცხადა ბრეგაძემ.

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.

“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....