ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა სარალიძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე ოპოზიციურ პარტიებს ხვდება.

ხორავას ქზაზა სარალიძეს შეხვედრა აქვს ღია პლატფორმაში შემავალ ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან. მათ შორის არის საპარლამენტო ოპოზიცია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე, რომელიც მედიისთვის დახურულია, ზაზა სარალიძე პარტიის წევრებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაზე ესაუბრება. მისი თქმით, პროკურატურამ  საქმე სრულყოფილად არ გამოიძია და რჩებიან სავარაუდო დამნაშავეები, რომლებიც პასუხისგებაში არ მიუციათ.

შეხვედრაზე ზაზა სარალიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მოზარდებზე, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ და საქმეზე ჩვენება აქვთ მიცემული.

იტვირთბა....