ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თეთრი სახლი ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის თარიღზე საუბრობს

თეთრი სახლი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრის სავარაუდო თარიღად, 12 ივნისს ასახელებს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება პომპეომ მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შესაძლო გადადება ივარაუდა.

„ვაკეთებთ ყველაფერს, რომ შეხვედრა 12 ივნისს გაიმართოს. პრეზიდენტი ტრამპი გვთხოვს, რაც საჭიროა გავაკეთოთ, რათა წარმატების მიღწევის შესაძლებლობა რეალური იყოს“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.

 

იტვირთბა....