ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

23 მაისს, საბურთალოსა და სამგორის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, 23 მაისს, თბილისში, საბურთალოსა და სამგორის რაიონების ნაწილს ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის” ცნობით, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

იტვირთბა....