ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს თბილისში მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისში მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მაისიდან თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ავტომანქანები იმოძრავებს პუშკინის ქუჩის მიმართულებით. საავტომობილო მოძრაობა მიმდინარე წლის 26 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

იტვირთბა....