სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციისა და მოდელირების პროექტის ფარგლებში შექმნილი ინიციატივით, მიკროავტობუსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში ერთიანდება.მუნიციპალურ ტრანსპორტზე არსებული შეღავათებით შესაძლოა მიკროავტობუსების მგზავრებმაც ისარგებლონ. ამის შესახებ პროექტზე მომუშავე კომპანია “სპექტრუმ კონსალტინგის“ წარმომადგენელმა ასმათ აბესაძემ თბილისის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ინიციატივის თანახმად, როცა მგზავრი ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთხელ უკვე გადაიხდის მგზავრობის ღირებულებას, მომდევნო საათნახევრის განმავლობაში საფასურის გარეშე მგზავრობას შეძლებს.
“მიკროავტობუსების კომპანიებიც მზად არიან ამისთვის, ინფორმირებულებიც არიან და ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ. სხვა თემაა, როგორ იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული ტექნიკურად. ამაში ვერანაირ სიურპრიზს ვერ ვხედავთ. გაბილეთიანების ერთიანი ინტეგრირებული სისტემის ასამოქმედებლად ყველა მზად არის“, – თქვა კომპანია „სპექტრუმ კონსალტინგის“ წარმომადგენელმა.