მეტრონომი სასამართლო პროცესიდან:
თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ მის მკვლელობაში ბრალდებულ შეყვარებულს, ლადო გრიგალაშვილს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის გარდა, ბრალი ედება გამოძალვისა და პირადი მასალების შენახვა-გავრცელების მუქარის მუხლითაც.
ამ წუთებში აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, რომლის შემდეგ საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა სასამართლოს. პროკურატურა ითხოვს, რომ ბრალდებული პატიმრობაში დარჩეს. ხოლო გრიგალაშვილის ადვოკატი მისი 2000 ლარიანი გირაოთი გათავუსუფლებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან, პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს.
ავტორი: ნინო ცხადაია