კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიამ” “მეტრონომთან” საუბარში განმაარტა თუ რატომ ქონდათ ზუგდიდში მოსახლეობას გუშინ ღამით ელექტროენერგია გათიშული.
“ჩვენთან წინასწარ იყო შემოსული განაცხადი არაგაბარიტული ტვირთის გადატანის შესახებ. ასეთ დროს, როდესაც შემოდის განაცხადი და არსებობს ყველანაირი ნებართვა, ელექტროკომპანია ვალდებულია, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები შეასრულოს. როდესაც აბონენტებისთვის ხდება ელექტროენერგიის შეზღუდვა, მათ წინასწარ ვაფრთხილებთ და სმსებიც მისდით. შეზღუდული იყო ქალაქისა და სოფლების შეზღუდვაც”, – განაცხადეს ენერგო-პრო ჯორჯიაში.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში, მომხმარებელი მაია კალანდია სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და აცხადებს, რომ მთელი რამის განმავლობაში ქალაქ ზუგდიდს ელექტროენერგია ქონდა გათიშული და ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის ხის გადატანა იყო.
“მთელი ღამის განმავლობაში ელექტროენერგია გათიშული ჰქონდა ქალაქ ზუგდიდს. მათ შორის, ბნელში იყო ყველა საავადმყოფო, ბენზისგასამართი სადგურები, კვების ობიექტები და სახელმწიფო დანიშნულების ყველა ობიექტი. საპატრულო პოლიცია, განსაკუთრებულ დანიშნულებათა სამმართველო. მიზეზი – ბიძინას გადაჰქონდა ხე.
ახალი ბეტონის გზა გაიყვანეს განსაკუთრებული დანიშნულების სამმართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ხე დგას (გაჭედილია)!
როგორც ვარაუდობენ, ამეღამაც იგივე გველოდება. გაუთვალისწინებელი ამბები მოხდა. ბიძინა გაბრაზებულა, ჯარი,პოლიცია, პატრული სრულ მობილიზაციაშია!”, – წერს მომხმარებელი.