სოციალურ ქსელში, მომხმარებელი მაია კალანდია სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და აცხადებს, რომ მთელი რამის განმავლობაში ქალაქ ზუგდიდს ელექტროენერგია ქონდა გათიშული და ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის ხის გადატანა იყო.
“მთელი ღამის განმავლობაში ელექტროენერგია გათიშული ჰქონდა ქალაქ ზუგდიდს. მათ შორის, ბნელში იყო ყველა საავადმყოფო, ბენზისგასამართი სადგურები, კვების ობიექტები და სახელმწიფო დანიშნულების ყველა ობიექტი. საპატრულო პოლიცია, განსაკუთრებულ დანიშნულებათა სამმართველო. მიზეზი – ბიძინას გადაჰქონდა ხე.
ახალი ბეტონის გზა გაიყვანეს განსაკუთრებული დანიშნულების სამმართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ხე დგას (გაჭედილია)!
როგორც ვარაუდობენ, ამეღამაც იგივე გველოდება. გაუთვალისწინებელი ამბები მოხდა. ბიძინა გაბრაზებულა, ჯარი,პოლიცია, პატრული სრულ მობილიზაციაშია!”, – წერს მომხმარებელი.