ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ანა ნაცვლიშვილის შეყვარებულის ადვოკატი: “ლადო გრიგალაშვილი დააშინეს, მოატყუეს და დააშანტაჟეს”

“მეტრონომი” სასამართლოდან

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის საქმეზე წინასასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.

მკვლელობაში ბრალდებული მისი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილია. მისმა ადვოკატმა ნაირა ოტიაშვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელ პროცესზე გრიგალაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებ, რადგან ის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას, რომლითაც დადასტურდა, რომ მსხვერპლს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ გოგონას ჭრილობები მხოლოდ ბასრი იარაღით არ აქვს მიყენებული, მას თავი ბლგვ შაგანზე აქვს მირტყმული, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

”ბრალდების მხარის ექსპერტიზას არ ვეთანხმებით, გამომდინარე იქიდან, რომ 33 ჭრილობა ამოღებული იარაღით არაა მიყენებული. გოგონა გარდაცვლილია, დაცემულია, ქვაზე აქვს თავი დარტყმული და ჭრილობათა ძირითადი რაოდენობა ამითია გამოწვეული. თუმცა ძალიან საეჭვო გარემოებაა ის, რომ გოგონას წინიდან აქვს გალესილი იარაღით მიყენებული ჭრილობა, რომელიც გამოძიებას არ ამოუღია. არც ლადო გრიგალაშვილს შეიძლება შეერაცხოს.

დღეს დავაყენებ იმ მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას, რომელიც ოპერატიულად ჩაიწერა და ლადო გრიგალაშვილი დააშინეს, მოატყუეს, შანტაჟი განახორციელეს. დანა, რომელიც არ იყო ამოღებული, მამამისის კუთვნილია და მამამისის ავტომობილში იდო, ლადო გრიგალაშვილს მანამდე უთხრეს, რომ ვინაიდან შენ გაქვს ბოლო საუბარი გოგონასთან და სხვასთან არ გავიდოდა გარდაცვლილი. ოპერატიული ჩაწერა განახორციელეს კანონის დარღვევით და იქ.ეუბნება ზუსტად გრიგალაშვილი, დანა ხო ამოიღეთო, რომლის შესახებ გრიგალაშბილმა არ უნდა იცოდეს. გამოდის რომ წინასწარ დაამუშავეს ვერსია. ეს დანა არ არის მკვლელობის იარაღი.

გრიგალაშვილი რას დაიბრალებს ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მკვლელობის იარაღის ზომები არ ემთხვევა ჭრილობების ზომებს.

არსებობდა აზრი, რომ ადამიანი, რომელიც ამაში მონაწილეობდა საქართველოში აღარ იყო და შესაბამისად საფრთხე არავის ემუქრებოდა.

დღეს გათავისუფლებაზე ვიშუამდგომლებ. გირაოს სიმბოლურად 2000 ლარს შევთავაზებ, თუმცა მძიმე ბრალდებაა და დიდი იმედი არ მაქვს რომ დაკმაყოფილდება”- აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან, პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....