ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ივანიშვილის ხე გზაზე გაიჭედა

ბიძინა ივანიშვილის ხის გადასატანად ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირთანსპეცრაზმის დახურულ საწვრთნელ ბაზაზე გზა გაიყვანეს.

ასწლოვანი ხის გადატანა მაინც ვერ მოხერხდა. როგორც ცნობილია, აღმართზე სატვირთო მანქანამ ხის დაძვრა ვერ შეძლო. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

რაც შეეხება ბაზის ტერიტორიაზე გზის გაყვანას, ამის მიზეზად ადგილობრივები იმას ასახელებენ, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული ხიდი ხის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა და შესაძლოა ჩანგრეულიყო.

შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლებამ სპეცრაზმის საწვრთნელ ბაზაზე ბეტონის ფილებით კუსტარულად დააგო გზა, სადაც ხეს უნდა გაევლო.

ხის გადატანის წარუმატებელმა სამუშაოებმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას, საპატრულო პოლიციასა და საავადმყოფოს.

მთელი ღამის განმავლობაში, დილის 10 საათამდე პოლიციისა და საავადმყოფოს შენობებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა და ისინი გენერატორის გამომუშავებულ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ

იტვირთბა....