ჟურნალისტ ნათია კობერიძეს წამებითა და გაუპატიურებით ემუქრებიან. ამის მიზეზი მის მიერ ლგბტ თემის დაცვაა.
ჟურნალისტმა სამართალდამცავებს კონკრეტული პირები დაუსახელა. თავის მხრივ, შსს-ში კობერიძეს დაპირდნენ, რომ ფაქტს რეაგირება მოყვება.
„მომწერა კონკრეტულმა ადამიანმა, რომელიც დამემუქრა წამებით, ჩემი ჯანმრთელობის ხელყოფით და დამცირების მძიმე ფორმებით”-აცხადებს კობერიძე.

