ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სუს-ში ტესტირება ჩავატარეთ, ვცადეთ ერთ-ერთი ნომრის მოსმენა-მიყურადება, რაზეც იმწამსვე მოხდა მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რეაგირება”

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელს და თანამშრომლებს შეხვდა. ის გაეცნო უწყების საქმიანობას და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  სააგენტო არის ერთგვარი მომსახურების გამწევი ყველა იმ უწყების მიმართ, რომელთაც კანონით აქვთ დადგენილი გამოძიების უფლება.

მისი თქმით, ტესტირება ჩაატარეს და ერთ-ერთი ნომრის მიყურადება სცადეს, თუმცა იმწამსვე მოხდა რეაგირება მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ.

” ჩვენ ერთგვარი ტესტირებაც კი ჩავატარეთ, ვცადეთ ჩემი თანდასწრებით ერთ–ერთი ნომრის მოსმენა–მიყურადება, რაზეც იმწამსვე მოხდა მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რეაგირება, ჩემს თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. მე მესმის, რომ ჩვენს ოპონენტებს, ძირითადად პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ ეს თემა გამოიყენონ, თითქოს ხელისუფლება სახელმწიფო ორგანოებს იყენებს პოლიტიკური მიზნით, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და აბსურდია, იმდენად რამდენადაც ეს ის მძიმე და არასწორი წარსულია, რითაც წინა ხელისუფლება სარგებლობდა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

იტვირთბა....