აზერბაიჯანის დედაქალაქ, ბაქოში ერთ-ერთ კაფესთან მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. მანამდე არსებული ინფორმაციით კი მსხვერპლთა რაოდენობა ერთს შეადგენდა. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, შემთხვევა ბაქოში დღეს, სავაჭრო ცენტრ Elite-ს სიახლოვეს მოხდა.