ვის ისურვებდა პრეზიდენტად, ღამის კლუბები, მოუწევია თუ არა მარიხუანა, – “მეტრონომმა” “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძესთნ ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.
მეტრონომი: რას აკრძალავდით ქვეყანაში?
რომან გოცირიძე: ზოგადად, აკრძალვები კარგი არ არის თუ ეს კანონით არ არის დამტკიცებული. ალბათ, რუსულ პროპაგანდას, ოფიციალური არხებით რუსული სატელევიზიო პროგრამების გავრცელებას. ისე, ინტერნეტში და თეფშებით ვისაც უნდა უყუროს.
მეტრონომი: მარიხუანას დეკრიმინალიზაციას თუ ემხრობით და თავად თუ გაგისინჯავთ მოსაწევი?
გოცირიძე: დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს და არა ლეგალიზაცია. თავად ორჯერ მაქვს მოწეული სტუდენტობის დროს. მხოლოდ იმიტომ, რომ გამეგო რა იყო. ეტყობა უხარისხო იყო და ვერ მივხვდი და ამ საკითხს ასე დავუსვი წერტილი.
მეტრონომი: 17 მაისს ოჯახის სიწმინდის თუ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე?
გოცირიძე: რა თქმა უნდა, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ოჯახის სიწმინდის დღე არის გამოგონილი და დისკრიმინაციული დღესასწაული, რომელიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის გადასაფარად იქნა დააარსებული. უამრავი ადამიანი გამოყავთ ქუჩაში სხვების დასაჩაგრად. ეს არის მჩაგვრელი ღონისძიება, რომელიც კულტურულ საზოგადოებას არ შეეფერება.
მეტრონომი: ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი პოლიტიკოსი..
გოცირიძე: ბევრია ასეთი..
მეტრონომი: რომელი პოლიტიკოსი აკლია ყველაზე მეტად ქართულ პოლიტიკას?
გოცირიძე: ერთს ვერ გეტყვით, არის რამდენიმე ადამიანი…
მეტრონომი: “ევროპული საქართველო” ერთი წინადადებით დაგვიხასიათეთ..
გოცირიძე: ყოფილი “ნაციონალური მოძრაობა”..
მეტრონომი: რას შეცვლიდით ქვეყანაში?
გოცირიძე: მთავრობას.
მეტრონომი: 17 მაისის მოვლენები რომ შეგვიფასოთ…
გოცირიძე: ეს იყო კანონის ფეხქვეშ გათელვა. ყველა ადამიანი დაბადებიდან თავისუფალია და აქვს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. დანარჩენი იყვნენ მოძალადეები, გინდ ნეოფაშისტები იყვნენ და გინდ სასაცილო ფაშისტები.
მეტრონომი: თქვენი გუნდი, ლიდერი მიხეილ სააკაშვილიც ამბობს, რომ ხელისუფლება მალე შეიცვლება. რა გზით მოხდება ეს?
გოცირიძე: თუ არჩევნები გააყალბეს, ხალხის პროტესტის შედეგად წავლენ. პირველი ეს იქნება საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
მეტრონომი: პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია “აიისა” ჯდება თუ არა გამოხატვის თავისუფლების ფორმებში?
გოცირიძე: რა თქმა უნდა…
მეტრონომი: ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს იყო თუ არა ბერას ფაქტორი?
გოცირიძე: არ მგონია, ბერას ამ კლუბებთან რაიმე კავშირი ქონდეს. თუმცა, ამ მოვლენებთან იმოქმედა ბერამ. სწორედ მისმა სურვილმაც განაპირობა ღამის კლუბების დარბევაც, რადგან არ ეთქვათ, რომ კლუბები სწორედ ბერასია.
მეტრონომი: “პატრიოტთა ალიანსი” დაახასიათეთ ერთ წინადადებაში..
გოცირიძე: რუსეთის გაგრძელება საქართველოში..
მეტრონომი: ვის ისურვებდით პრეზიდენტად?
გოცირიძე: მალე გაიგებთ…
ავტორი: ბესო კუნელაური