ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახალი დროშის ასარჩევად კონკურსს აცხადებს

კონკურსიში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაამზადონ ესკიზები შემდეგი თემატიკის გათვალისწინებით – ღვთისმშობლის კვართი და ზღვის ელემენტები. როგორც ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე კონსტანტინე კაკავა ამბობს, სიმბოლოებზე უნდა იყოს ერალდიკური ფრანგული ფარი, რაც დადგენილი წესია ყველა მუნიციპალიტეტისთვის. იქნება სადევიზე ბაფთა, სადაც იქნება წარწერა – ზუგდიდი და სამ კოშკიანი ქონგურებიანი გვირგვინი.

“უკვე კონკურსანტების ფანტაზიასა და მათ გააზრებაზე იქნება დამოკიდებული, კავშირი უნდა დადგინდეს ელემენტებსა და ზუგდიდის წარსულზე. მემკვიდრეობითობის პრინციპი აუცილებელია ჰერალდიკური წესების მიხედვით. ამიტომაც გადაწყდა მათი დეტალების ასახვა“, – განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.

იტვირთბა....