ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და განაცხადა, რომ მასზე ძალადობაში ეჭვმიტანილის დაჭერის შემდეგ დღეს პირველად დაიძნებს მშვიდად.
დაიჭირეს!!!!!!!!!! მიხარია,რომ ამჯერად მაინც აგებს პასუხს მანიაკი იმ დანაშაულის გამო,რასაც წლებია ჩადიოდა!!!! ყველამ უნდა აგოს პასუხი მსგავსი ძალადობისთვის! თუ ექსპერტიზა დაადგენს რომ შეურაცხადია,გამოკეტონ იქ,სადაც უნდა უმკურნალონ!!!! დღეს პირველად დავიძინებ მშვიდად ამდენი წლის შემდეგ… Sophio Mdinaradze- მადლობა ოპერატიულობისთვის! ღიად გიხდით მადლობას! აღარ მქონდა პოლიციის იმედი ,დღეს მადლობას გიხდით
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიამ დაწერა, რომ 2011 წლიდან ემუქრებიან და აშანტაჟებენ. მან დახმარებისთვის პოლიციას მიმართა და მისი უსაფრთხოების დაცვა ითხოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამინის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას განცხადებით, პირი, რომელიც ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას აშანტაჟებდა დაკავებულია. თოლორაიამ ამის შესახებ “ტევე პირველთან” გადაცემა “დღის ამბებში” განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პირი პოლიციამ განყოფილებაში დაკითხვის დროს დააკავა.