შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საკმაოდ დიდი თანხა აქვს დაფიქსირებული „რაიფფაიზენ ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე, რომელიც 452,900 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
აღნიშნული დეკლარაცია გახარიას 2017 წელს, მისი ეკონომიკის მინისტრობის დროს აქვს შევსებული. მისი მეუღლე მარიკა ფანცულაია 79,900 ლარად შეფასებულ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და 395 კვ.მ.-ის ფართობისაა. მისივე მეუღლის საკუთრებაშია 22 ათას დოლარად შეფასებული ავტომანქანა ტოიოტა RAV4-იც.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენად მუშაობის დროს გიორგი გახარიას 2016 წლის 1 იანვრიდან 27 ნოემბრამდე პერიოდში ხელფასის სახით აღებული აქვს 51774,83 ლარი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრად მუშაობის დროს კი – 2016 წლის 27 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით აღებული აქვს 6755,71 ლარი;
გიორგი გახარიას მეუღლეს მარიკა ფანცულაიას, ავერსის ცენტრალური კლინიკაში ექიმ–ბაქტერიოლოგად მუშაობის დროს 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ხელფასის სახით აღებული აქვს 9120 ლარი.
დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარიას კრედიტის სახით ავტოგანვადებისთვის 2015 წლის 24 ივლისს აღებული აქვს 11370 აშშ დოლარი, აქედან გასავალი აქვს 6600 აშშ დოლარი; სადაზღვევო სესხის სახით აღებული აქვს 2102,41 აშშ დოლარი; გასავალი აქვს 1200 აშშ დოლარი.
მინისტრს უძრავი ქონების ნასყიდობის სახით დეკლარაციაში შემოსავლად დაფიქსირებული აქვს 350,000 აშშ დოლარი;

