ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიათურის მაღაროში დაშავებული მუშის მდგომარეობა სტაბილურია

გუშინ ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლისას დაშავებული მაღაროელის, 32 წლის ალექსანდრე დეკანოიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

მაღაროელი ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობს და  ექიმის ინფორმაციით, პაციენტს თავის ტრავმა აქვს რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი აპარატიდან მოხსნეს და კონტაქტურია. ექიმის თქმით, მას კვლევები სჭირდება, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ექიმებს დეტალურად საუბარი შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 20 მაისს ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კერძოდ, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის გამო მაღაროელი დაშავდა.

იტვირთბა....