თბილისში, კერძო სკოლა “პოლიგლოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვეითად, ზებრაზე მიმავალ მოზარდს მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ “ნეტგაზეთი” იუწყება.
შსს-ში აცხადებენ, რომ ავტომობილის მძღოლი არ მიმალულა და მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. დაშავებული მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას მოტეხილობები აღენიშნება.