ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხვალ უმრავლესობის დახურულ სხდომაზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე იმსჯელებენ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ხვალ უმრავლესობის დახურულ სხდომაზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე იმსჯელებენ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უნდა დაესწროს.

„ ჩემი აზრით, სხდომას ბიძინა ივანიშვილი უნდა დაესწროს. ეს ერთ-ერთი საკვანძო თემაა, რომელიც პარტიამ, უმრავლესობამ, გუნდმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ერთად უნდა მიიღონ და ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარტიის თავმჯდომარეა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. პარლამენტში დოკუმენტის განხილვა 7 მაისს კიდევ ერთი თვით გადავადდა. ამასთან, 14 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე დაამტკიცებს.

იტვირთბა....