ახალი ამბები მთავარი სამართალი

საბერძნეთში საქართველოს 10-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში, ატიკას რეგიონში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს 10-ზე მეტი მოქალაქეა დაკავებული. მათ ბრალად საცხოვრებელი ბინების ძარცვა ედებათ.
ბერძნული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები 4 კაციან ჯგუფებად მოქმედებდნენ და 100-ზე მეტი სახლი გაძარცვეს.

თუმცა, არსებული ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების ბინების ჩხრეკისას ნაძარცვი ნივთები ვერ აღმოჩინა. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ნივთებს დაუყოვნებლივ ყიდდნენ ან თანხას საქართველოში აგზავნიდნენ.

იტვირთბა....