გასულ კვირას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ოზურგეთის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ განაცხადა, რომ “გურია ნიუსი” ათას სისულელეს წერს”, თუმცა, ჩვენ მიერ დაწერილი “სისულელის” ვერც ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ დაასახელა.
მერის მოადგილის მიერ საჯაროდ მიყენებული შეურაცხყოფის გამო, “გურია ნიუსის” რედაქცია, უფლებამოსილია განაცხადოს, რომ თუკი თოთიბაძე საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ან არ წარმოადგენს კონკრეტულ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ “გურია ნიუსი” “ყოველდღე ათას სისულელეს წერს” და არ განმარტავს, რატომ არ გასცა პასუხი მერიამ ჩვენს “ათას სისულელეს” თუნდაც ერთხელ, აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს რეპუტაციისა და ღირსების შელახვის გამო და მოვითხოვთ მორალური ზიანის ანაზღაურებას.
“გურია ნიუსის” რედაქცია