ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“თურქეთი ნატო-ს შემადგენლობას დატოვებს”: თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი პირობას დებს

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი დოგუ პერინჩეკი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, თურქეთი ნატო-ს შემადგენლობიდან გამოვა.
“ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, თურქეთი ნატო-ს შემადგენლობას დატოვებს და ამერიკული თვითმფრინავები უნჯირლიკის ბაზას სამუდამოდ დატოვებენ. თავად ბაზა კი, სრულად გადავა თურქული მხარის დაქვემდებარებაში. თურქეთი სრულიად გაიწმინდება ამერიკული გადმონაშთებისგან“ – განაცხადა პერინჩეკმა.
შგახსენებთ, თურქეთში ვადამდელი არევნებია ჩანიშნული, რომელიც ქვეყანაში 24 ივნისს გაიმართება. არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაეფ ერდოღანიც აპირებს მონაწილეობის მიღებას.

იტვირთბა....