სექსუალური ძალადობის მსხვერპლის თქმით, პაპმა პრანცისკემ მას უთხრა, რომ ღმერთმა ის ასეთი შექმნა და ასეთივე უყვარს, არ აქვს მნიშვნელობა მის სექსუალურ ორიენტაციას. ამის შესახებ CNN იუწყება.
ხუან კარლოს კრუზი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გეი ბიჭია ჩილედან, რომელმაც აპრილში ვატიკანში, პაპ ფრანცისკესთან 3 დღე გაატარა. მისი თქმით, მას პაპმა უთხრა: “შენ იცი ხუან კარლოს, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ გეპყრობიან. ღმერთმა შეგქმნა ასეთი და ასეთი უყვარხარ, პაპს უყვარხარ ასეთი. შენც უნდა გიყვარდეს შენი თავი და არ განიცდიდე რას იტყვის ხალხი”
ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გრეგ ბურგმა CNN-ს უთხრა, რომ ისინი პაპის პირადი საუბრების შესახებ კომენტარს არ გააკეთებენ.

