ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მრცხვენია, გესმით? იმდენად სისულელეს ვყვები”: ინგა გრიგოლია მის მიმართ მუქარისშემცველ ზარებსა და წერილებზე

“გქონიათ იმის განცდა, რომ რაღაცას როცა ყვები, გრცხვენიათ? მე მაქვს ეს განცდა დღეს. იმდენად არარეალურია ისტორია, რომ ამდენი ხანი რატომ არ ყვებოდიო, რომ მეუბნებიან, ამას ვუყვებოდი პოლიციას. მრცხვენია, გესმით? იმდენად სისულელეს ვყვები. ის მეუბნებოდა, რომ იყო ჩემი მეორე შვილის მამა, რომელიც არ მყავს. ერთი შვილი მყავს, ეს არის მარიამი”- ამის შესახებ ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა. საუბარია მუქარისშემცველ წერილებზე და ზარებზე, რომელზეც ჟურნალისტმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ამაზე საუბრის სრცხვენია, რადგან უცხო ადამიანი, არარსებულ ისტორიას ყვება და ამით აშანტაჟებს.

“გესმით მე რატომ მრცხვენოდა და ამას რატომ ვერ ვყვებოდი? ეს არ არის საგმირო ისტორია, ეს არის სამარცხვინო ამბავი, გრცხვენია, რომ, საზოგადოებას ესაუბრო. იმიტომ, რომ ჩემთვის უცხო ადამიანი ასეთ არარსებულ პრობლემაზე მწერს”- აცხადებს გრიგოლია.

მისი თქმით, გადაცემა “პროფილის” წამყვანმა მაია ასათიანმა მას უთხრა, რომ აღნიშნულმა პირმა ერთი წლის წინ “პროფილსაც” წერილი გაუგზავნა, სადაც ის წერდა, რომ ინგა გრიგოლიას მეორე შვილის მამა იყო და გადაცემაში მონაწილეობას სთხოვდა:

“ამას წინათ, მაია ასათიანმა მომწერა, რომ ახლა გავარკვიე, 1 წლის წინ, ჩვენთან წერილი შემოსულა, ვიღაც კაცი გვწერს, ამბობს რომ ინგა გრიგოლიას მეორე შვილის მამა ვარ და ეთერში გამომიყვანეთო. წარმოგიდგენიათ რა მარაზმში მიწევს ცხოვრება?”- აღნიშნა გრიგოლიამ.

ამ თემაზე იხილეთ:

ინგა გრიგოლია: “წლებია წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ვცხოვრობ”

 

იტვირთბა....