ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარფში საპროტესტო აქცია გაიმართა

დღეს სარფში  საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეთა ჯგუფმა სარფის ეკლესიის გვერდით სამორინეს ფუნქციონირება გააპროტესტა.

“დაუშვებელია ეკლესიის გვერდით ეშმაკის სახლის არსებობა, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი კაზინოების, მაგრამ არა აქ “-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამაზ ბაკურიძემ.

აქციის მონაწილეებმა სამორინეს დახურვა და მის ნაცვლად ახალგაზრდული გამაჯანსაღებელი ცენტრის გახსნა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ სამორინეს გახსნა სასულიერო პირებმა გააპროტესტეს. დღევანდელი აქციის მონაწილეები პერმანენტული პროტესტით იმუქრებიან.

იტვირთბა....