ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ დატოვა “ბარბარიკამ” “ჩემი ცოლის დაქალები”: სერიალის პროდიუსერი კომენტარს აკეთებს

სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” მარიშკა ჯავახაძემ, იგივე ბარბარიკამ დატოვა. “ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Formula Creative-ს იმ საოცარი გამოცდილებისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში შემძინა. უღრმესი მადლობა რომ მომეცით საშუალება ჩემი პატარა წვლილი შემეტანა, ამ მართლა ისტორიულ პროექტში.

უღრმესი მადლობა მსახიობებს და განსაკუთრებით გიორგი მახარაძეს. რომ არა ის, გადაღების პირველი დღეები ძალიან რთული იქნებოდა.

გულით ყველაზე დიდი მადლობა მაყურებელს და ჩვენს გულშემატკივრებს.

ახალი ბარბარიკა კიდევ უფრო პრინცესული და მშვენიერია”, – წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მარიშკა ჯავახაძე.

“მარიშკამ მოიტეხა ხელი და დაიზიანა ხერხემალი, ამ ძალიან სამწუხარო მიზეზის გამო ის საკმაოდ დიდი დროით ვერ ახერხებს ფიზიკურად გადაღებებში მონაწილეობას. ამიტომ იძულებილი გავხდით, შეგვეცვალა სხვა მსახიობით, რადგან გადაღებების შეჩერება ამ სამუშაო რიტმის პირობებში შეუძლებელია. ჰო და ადამიანის მიერ მიღებული ფიზიკური დაზიანებაც, მისი პირადი პრობლემაა და შესაბამისად მოხდა ამის აღნიშვნა”, – წერს პროდიუსერი ირაკლი საღინაძე.

იტვირთბა....