ჯანლუიჯი ბუფონი 40 წლის ასაკში ტურინის “იუვენტუსს” დაემშვიდობა. გუშინ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტურინელებმა “ვერონას” უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს. ეს იყო ბუფონის ტურინული 17-წლიანი კარიერის ბლო მატჩი.
ბუფონი 60-ე წუთზე შეცვალეს. ტურინელმა ქომაგმა ლეგენდა ოვაციებით გააცილა.