ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ინაშვილი: “ნარკოტიკების გარდა, ქვეყანაში სხვა აქტუალური პრობლემა არ არის?”

“პატრიოტთა ალიანსის” წევვრი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე სტატუსს წერს.

“მორიგჯერ იწვევს ჩემს გაკვირვებას ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები. ჯერ ერთი- მთელი აქცენტი გადატანილია ნარკოტიკის, მასთან დაკავშირებული საკითხების დისკუსიაზე, თითქოს სხვა აქტუალური პრობლემა ქვეყანაში არ იყოს.

გასაგებია, რომ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, მაგრამ ისე ვიბრძოლოთ, რომ მთელი სამყარო არ შევაწუხოთ, არ შეიძლება? ამდენი მშიერი, ამდენი უსახლკარო, ამდენი ავადმყოფი ბავშვი და მოხუცი და ჩვენ დაუსრულებლად ვბზრიალებთ ერთ თემაში. ამასთან, 12 მაისის სპეცოპერაციამ, პოსტმოვლენებმა, გუშინდელმა, თითქოსდა პრევენციულმა დაკავებებმა მაიძულა დაფიქრება იმაზე, რომ უკვე არა მარტო გარეთ, არამედ თვითონ ხელისუფლების შიგნითაცაა ძალა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივი განწყობების შეჯახებას. მუდმივად უმცირესობის მხარეს მდგომი, უმცირესობის მოსარჩლე, უმცირესობასთან ანგარიშვალდებული ხელისუფლება ბოროტი დედინაცვალივით ექცევა საკუთარი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ყოველ მცდელობასა და მისწრაფებას ,- გამოხატოს მისი აზრი.

ზედაპირზე ამოტივტივდა ჩვენი ერისთვის მტკივნეული არა ერთი საკითხი, დაწყებული ნარკოტიკით გარდაცვლილი ახალგაზრდებით გაგრძელებული ახალი ტიპის აგრესორების აღმოცენებით, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. რა მიმართულებით მუშაობს ჩვენი განათლების სისტემა, სადაა, რომელ პლანეტაზეა, ესეც ტრაგიკულად დამაფიქრებელი რეალობაა. საკონსტიტუციო განხილვებისას მოვითხოვდით,- ჩაწერილიყო კონსტიტუციაში, რომ სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა ახალ თაობაში ეროვნული ცნობიერების გაძლიერება, პატრიოტული (და არა ფაშისტურ- ნაცისტური) სულისკვეთების გაძლიერება და ამას ტყუილად არ ვამბობდით, რაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მაჩვენა”, – წერს ინაშვილი.

იტვირთბა....