ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კლუბებში ნარკოტიკების საქმეზე დაკავებულის ადვოკატი: “ის პარაცეტამოლს ყიდდა”

“მოვიდეს მოწმე და თქვას სიმართლე. ვფიქრობ მასზე ზეწოლა ხორციელდება. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ის დანაშაული არ აქვს ჩადენილი, რომელსაც ედავება გამოძიება… ვიდეოჩანაწერში, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია ასახული არ აძლევს ნარკოტიკულ საშუალებას იმ პირს, ის ციტრამონს ყიდდა. “, – განუცხადა “”რუსთავი 2”-ს გია გოროზიამ, კლუბში ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის  ადვოკატმა

მისი თქმით, ეს ინფორმაცია დადასტურებულია ექსპერტიზითაც.

შეგახსენებთ, რომ კლუბებში ბასიანსა და გალერიში 12 მაისს სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც ნარკოტიკების შენახვა-გასაღების ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

 

იტვირთბა....