BBC-ის ინფორმაციით, კუბაზე ავიაკატასტროფას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
სამგზავრო ლაინერი Boeing 737 ჰავანაში აფრენისთანავე ჩამოვარდა. ბორტზე 110 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 104 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი. დაიღუპა 108 ადამიანი, მათგან ორი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ავიაკატასტროფის მიზეზები უცნობია, მაგრამ როგორც თვითმხილველები ამბობდნენ თვითმფრინავი ელექტროსადენებს დაეჯახა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=jGDTbqazr7o

