გერმანიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი კრიმინალური ჯგუფი დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით პირველი არხი ავრცელებს. დაპატიმრებულთა შორის არის სამი მამაკაცი და ერთი ქალი, რომელთა ასაკი 27-დან 32 წლამდეა. მათ ბინების გაქურდვაში ადანაშაულებენ.
ორი პირი პოლიციამ კემნიცში, ხოლო კიდევ ორი ბრანდენბურგში დააკავა. გამოძიების ცნობით, მათ სულ მცირე, სამი სახლი გაქურდეს.
დაკავებულების ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ნაქურდალი ნივთები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

