ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნუცუბიძის პლატოზე ხანძრისას 88 წლის მამაკაცი დაშავდა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მეოთხე მიკრორაიონში ხანძრის შედეგად 88 წლის მამაკაცი დაშავდა.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს მეზობლების თქმით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. მისი სახლის ფანჯრიდან გამოსული კვამლი შენიშნეს და სახანძრო გამოიძახეს.

მეხანძრე-მაშველებმა კარი გაჭრეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ნახეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მე-14 სართულზე 25 კვ.მ. ფართი დაიწვა. ხანძარი ლიკვიდირებულია.

ფოტო: პირველი არხი

იტვირთბა....