Sport ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პლატინი: “1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრაში ჩავერიეთ”

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი მიშელ პლატინი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. როგორც უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა France Blu-სთან საუბარში განაცხადა, 1998 წლის მუნდიალის წინ წილისყრა ისე ჩაატარეს, რომ ფინალში საფრანგეთსა და ბრაზილიას ეთამაშათ. ინფორმაციას “მსოფლიო სპორტი” ავრცელებს.

მაშინ პლატინი მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტში მუშაობდა და 20 წლის შემდეგ იხსენებს:

“როდესაც ფინალური ეტაპის კალენდარს ვადგენდით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ფინალამდე ბრაზილია და საფრანგეთი ერთმანეთს არ შეხვედროდნენ. თუ თავიანთ ჯგუფებში პირველ ადგილზე ორივე გავიდოდა, მაშინ ფინალამდე ერთმანეთთან თამაში არ მოუწევდათ. საფრანგეთი – ბრაზილიის ფინალი ეს იყო საოცნებო, ეს ყველას სურვილი გახლდათ. თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთ პატარა ხრიკებს სხვა ტურნირების წილისყრის წინ არ მიმართავენ? გულუბრყვილოები ხართ? თანაც ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან ფინალამდე დიდი გზაა. მათ ჯერ ჯგუფური ეტაპი და შემდეგ პლეი-ოფი უნდა გაევლოთ, – განაცხადა პლატინიმ.

შეგახსენებთ, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი სწორედ ბრაზილიას დაუპირისპირდა, 3:0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

იტვირთბა....