aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

გვარამია კობახიძეს: “შენი კი აღარავის ემახსოვრება, მაგ თანამდებობაზე რომ აღარ იქნები”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაუერება.

“არასდროს არ დამავიწყდება ნიკა გვარამიას გაწბილებული სახე, სისხლი რომ არ დაიღვარაო, – ტრიბუნიდან განუცხადებია მარადჟამს თავდაუბანელ პარლამენტის თავმჯდომარეს. ისედაც ხომ კარგად გაქვს ჩაბეჭდილი და, ჯერ სადა ხარ, მართლა არასდროს არ დაგავიწყდება.

აი, შენი კი აღარავის ემახსოვრება, მაგ თანამდებობაზე რომ აღარ იქნები. თუ, რა თქმა უნდა, შემდეგ ხელისუფლებას შენი ფოტოების გაკვრა არ მოუხდა ყველა კედელზე, წარწერით “იძებნება”.

WANTED ირაკლი კობახიძე, – წერს გვარამია.

 

იტვირთბა....