ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გახარია: “თუ ფაშისტურ ჯგუფებთან საბრძოლველად კანონმდებლობა არაეფექტურია, ცვლილებებისთვის პარლამენტს მივმართავთ”

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფაშისტურ ჯგუფებთან საბრძოლველად კანონმდებლობა ეფექტური არა არის და თუ გახდება საჭირო კანონმდებლობის ცვლილება, შსს პარლამენტს მიმართავს.

“მოგეხსენებათ რომ დღევანდელი კანომდებლობა არც თუ ეფექტურია ამ მიმართულებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ინსტრუმენტები არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია, მიმდინარეობს დაკითხვები, შსს მაშინვე როგორც კი დააფიქსირებს გამოხატვის თავისუფლების ფორმების გადამეტებას გადასულს ძალადობისკენ მოწოდებაში, ვიმოქმედებთ. ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად გვესმის ის შეშფოთება, რომელიც ამ დარბაზში გამოითქვა, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ უსაფრთოება და სტაბილურობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვთვლით, რომ აბსოლუტურად დასაბუთებული გააზრებული საგამოძიებო პროცესით, რომელიც მიგვიყვანს შესაძლებელ ფაქტობრივ მასალამდე, სადაც აშკარად დავინახავთ გამოხატვის თავისუფლების გადაჭარბებას, რა თქმა უნდა ჩვენ ვიმოქმედებთ.

არ გვჭირდება ისეთი ფორმების მიღება, რომელმაც შეიძლება შემდეგ რისკები შეგვიქმნას. იქ , სადაც მსგავსი ფაქტები იყო გამოვლენილი შსს მოქმედებს ყველანაირი უკან დახევის გარეშე. რამდენიმე პირი უკვე არის მსგავსი მუხლებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ამ კონკრეტულ შემთხვევებზე, რომელიც მოხდა 13 მაისს, გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოძიებას მივიყვანთ ბოლომდე. თუ მომავლისთვის დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები და დავაფიქსირებთ, ასეთ აუცილებლობას, მოგმართავთ თქვენ, რათა აგრესიული და ფაშისტური იდენტობის ჯგუფებთან მუშაობა და ბრძოლა იყოს უფრო ეფექტურად შესაძლებელი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

იტვირთბა....