ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფინანსურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო: “მაქსიმუმ ერთ კვირაში გუბერნატორი შონია უნდა დააპატიმრონ”

„ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს, რადგანაც ოკუპირებული აფხაზეთიდან სამგრელოს რეგიონში კონტრაბანდის შემოტანისა და მაღალჩინოსნების მიერ მისი შესაძლო მფარველობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

„ჩვენმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი – მას შემდეგ, რაც ტოტალური გახდა კონტრაბანდა რეგიონში, ფინანსური პოლიცია იძულებული გახდა, ჩვენი არაერთი განცხადების შემდეგ ამ საქმესთან დაკავშირებით დაეწყო გამოძიება. და მე იმედი მაქვს, რომ ამ გამოძიების ობიექტურად ჩატარების შემთხვევაში, ყველა მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ამ კონტრაბანდასთან, იქნება დაკითხული და აუცილებლად დაისჯება”, აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძე.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ცალსახად უნდა დაკითხონ გუბერნატორი ცხადია და თუ გამოძიება იქნება ობიექტური და ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ცხადია, მას დააპატიმრებენ. ინტენსიური გამოძიების წარმოების შემთხვევაში, მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში გუბერნატორი შონია უნდა დააპატიმრონ იმისთვის, რომ ის არის უშუალოდ მფარველი კონტრაბანდის”,-აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა.

წყარო: guardian.ge

იტვირთბა....