“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტში მისულ მინისტრს კითხვით მიმართავს. მისი თქმით, ახლა რას ფიქრობს მინისტრი იმ განცახდებაზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით გაგებით მოკიდებისკენ მოუწოდა. ბოკერიამ გახარიას უთხრა, რომ თუ ის ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას, მაშინ ამაზე დისკუსიის გაგრძელება აღა არის საჭირო.
თუმცა თუ არ იზიარებს და ფიქრობს, რომ ეს პოლიტიკურ თავგასულობა იყო, მაშინ არ უპასუხოს არაფერი. დეპუტატმა გახარიას მოუწოდა დაასაბუთოს რა კონკრეტული შეცდომები იქნა ამ ხელისუფლების დროს ჩადენილი, ბოლო წლების განმავლობაში, რომ ასეთი მძიმე ტენდენცია არსებობს.
“ხომ არ გინახიათ ეს ადამიანები, რომლებიც 12 მაისს კონტრაქციას ატარებდნენ, სადმე საარჩევნო ყუთებთან. ეს კუნთ მაგარი ბიჭები კიდევ არსად შეგიმჩნევიათ? როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ამ კრიმინალურ ჯგუფს, რომ სამთავრობო პარტიას გვერდზე დაუდგეს? ან როგორ შეაფასებთ სამთავრობო გუნდის ასეთ საქციელს?
კიდევ ერთი ჰიპოტეტური კითხვა მაქვს- წარმოიდგინეთ ვითარება, რომ მაღალი დონის სტუმარი, თუნდაც საფრანგეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოში და რუსთაველზე სიტყვით გამოდის. იქვე არის ბიძინაც, ამ დროს ერთი ასეული კაცი შეიკრიბა და ამბობენ, რომ პუტინის გარდა საქართველოში არცერთი ლიდერის სიტყვით გამოსვლას არ დაუშვებენ. თქვენ მერე მიხვალთ ბიძინასთან და ეტყვით, რომ ამ ხალხს ვეღარ ვაჩერებ და უნდა დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლი უნდა დავღვაროვო?! ამ დროს კი მშვიდობის მტრედი გამოხვალთ. მითხარით ერთი ამ სიტუაციას როგორ ხედავთ?”,-განაცხადა ბოკერიამ
შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა. უკვე გაიმართა შეხვედრა, თუმცა, როგორც ჩანს მეორე მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. მანამდე მათ დააანონსე, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს აქციები შესაძლოა გაგრძელდეს.

